მანქანების გაყიდვის საიტი
AVENTO
საიტი, სადაც მანქანას ყიდიან როგორც კერძო პირები, ისე ავტოსალონები. მყიდველი ეძებს მარკით, ძრავით, გარბენითა და ფასით, გამყიდველი კი ყიდულობს პაკეტს, რომ განცხადება მეტ ადამიანს დაენახოს.
- მზა პროდუქტი
- 2026
- ავტომობილები
- განცხადებები
- ავტოსალონები
- 680
- განცხადება საიტზე
- 262
- ავტომატური შემოწმება
- 29
- გამოსწორებული შეცდომა
რა არის შიგნით
განცხადება ხუთ ნაბიჯში
მარკა და მოდელი, ტექნიკური მონაცემები, ფოტოები, ფასი და გამოქვეყნება. ტექნიკური ველების უმეტესობა თავად ივსება, ხელით კრეფა თითქმის აღარ გიწევს.
გამორჩეული ადგილები
VIP, TOP და ფერადი ჩარჩო იყიდება კონკრეტული ვადით. სისტემა ამოწმებს, რომ გამორჩეული ადგილი მხოლოდ იმას მიეცეს, ვინც მართლა გადაიხადა.
ავტოსალონის გვერდი
სალონს აქვს საკუთარი გვერდი ყველა მანქანით და სტატისტიკა: რამდენმა ნახა, რამდენმა დარეკა და რამდენმა შეინახა განცხადება.
ფული შემოწმებულია
სრული შემოწმებისას 29 შეცდომა გამოვასწორეთ, მათ შორის ორი მძიმე: გამორჩეული ადგილი უფასოდ გაიცემოდა და პაკეტი გადახდის გარეშე ირთვებოდა.
ეკრანები
მოგწონს? მოირგე შენს ბიზნესზე
თითოეული პროექტი შეგვიძლია მოვარგოთ შენს ბრენდსა და პროცესებს, ან ავაწყოთ მსგავსი შენი დარგისთვის. მოგვწერე და დაგიბრუნებთ ვადებსა და ღირებულებას.